16 წლის და ზედა ასაკის პირები ფაიზერით ვაქცინაციას შეძლებენ

  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს.

ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ.

“COVID – 19 ინფექციის დიაგნოზის დასმიდან ვაქცინაციის ჩატარება ნაცვლად 120 დღისა შესაძლებელია 30 დღეში. (გამონაკლისს წარმოადგენ პირები, რომლებიც COVID – 19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (მინიმალური ინტერვალია 120 დღე)”-ნათქვმია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *