- 14 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.