14.02.21: საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში 652 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 345 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 173, პისიარტესტით – 7 172.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,85%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,76%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 265 557 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 258 093გამოჯანმრთელდა, 3 352 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 212, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 948ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 238 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *