- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონა-ვირუსთან დაკავშირებით განახლებული რეგულაციები შეიმუშავა.
აღნიშნული რეგულაციებით, რომელიც COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებში რეაგირების მექანიზმს ცვლის, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები 2021 წლის 13 დეკემბრიდან იხელმძღვანელებენ.
განახლებული რეგულაციების თანახმად, იცვლება კონტაქტების კლასიფიკაცია, ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე (მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები), მათი თვითიზოლაციის/კარანტინის, ასევე, დაწესებულების მუშაობის შეზღუდვის და პერსონალის ტესტირების მექანიზმი და სხვა წესები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.