12.04.21: საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 795, პისიარტესტით – 5 890.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,62%, ბოლო 14 დღის – 2,31%, ბოლო 7 დღის – 2,51%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 755 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 829  გამოჯანმრთელდა, 3 883 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 188, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 422 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *