საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 878, პისიარტესტით – 7 945.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,85%, ბოლო 14 დღის – 2,26%, ბოლო 7 დღის – 2,5%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 303 გამოჯანმრთელდა, 3 877 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 198, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 298 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 309 პირი.