- 11 იანვარს, მეათე მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფი პირველ სხდომას გამართავს. სხდომა საორგანიზაციოა და მასზე ნდობის ჯგუფის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
პარლამენტის ნდობის ჯგუფში უმრავლესობის წევრები – ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი არიან წარმოდგენილი. ნდობის ჯგუფში ორი წევრის წარდგენის უფლება საპარლამენტო ოპოზიციას აქვს, რომელთა ადგილებიც ამ დრომდე ვაკანტურია.
ნდობის ჯგუფი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზედამხედველობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებთან არის დაკავშირებული.