11 წლის ვუნდერკინდმა უნივერსიტეტი ერთ წელიწადში დაამთავრა

  • 11 წლის ბელგიელი ლორან სიმონსი თანამედროვე ვუნდერკინდია. მან უკვე დაამთავრა ანტვერპენის უნივერსიტეტი და ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი აიღო. აკადემიური ხარისხის მიღებას საბოლოო ჯამში ერთი წელი დაუთმო და ამ პერიოდში ისწავლა ის, რასაც სხვები 3 წელს ანდომებენ.

ახლა ვუნდერკინდი იმაზე ფიქრობს, რომ მაგისტრი გახდეს და მოგვიანებით უკვდავდების პრობლემების შესწავლა სურს. 

“მე მინდა მქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი ორგანო შევცვალო ხელოვნურით”, – ამბობს ლორანი.

ბიჭუნამ 2019 წლის ბოლოს გაითქვა სახელი, როცა 9 წლისას უნდა დაემთავრებინა ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი “ელექტროტექნიკოსის” სპეციალობით. თუმცა მაშინ სასწავლებისადმინისტრაციასა და მის მშობლებს შორის დავა წარმოიქმნა სწავლის დასრულების თარიღთან დაკავშირებით, ამიტომ ბიჭუნა წამოვიდა იმ უნივერსიტეტიდან და ანტვერპენის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *