- ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 208 პირი.
ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, აჭარა – 81, იმერეთი – 185, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 63, გურია – 26 სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 61, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.