10.03.21:საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 96 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 127 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 103, ხოლო პისიარტესტით – 8 024.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,32 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,83 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 273 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 111 გამოჯანმრთელდა, 3 613 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 243, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 342 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 111 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *