- 14 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირზე, მაგისტრალურ მილზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, წყლის ნაკადების ეფექტური მართვის მიზნით ქსელზე წყლის წნევის რეგულატორები მოეწყობა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 14 მარტს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 14 მარტს, დილის 11:00 საათიდან, 15 მარტის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მოსკოვის გამზირს და კვარტლებს, ქინძმარაულის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, პეტრე ხვედელიძის, ლაღიძის, პაატა ჯანელიძის, თეთრი წყაროს, კობა ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის და იუნკერთა ქუჩებს, სამრეწველოს და წმინდა ბარბარეს დასახლებას, გარდაბნის გზატკეცილს.
კრწანისის რაიონში – რუსთავის გზატკეცილის N1-251 (კენტ ნომრებს) N2-42 (ლუწ ნომრებს), გორგასლის ქუჩა N50-52, შოთა ნადირაშვილისა და ნავთლუღის ქუჩა N10.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge