- საგურამოში, სოფელ წიწამურთან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დასრულების ეტაპზეა.
აღნიშნული წყალსადენის ქსელი ვაკე-საბურთალოს, დიდუბისა და გლდანის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დღეს, 26 იანვრის დღის 12 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში – ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას I, II, IV-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების ნაწილს, ქავთარაძის, შავგულიძის, პოლიტკოვსკაიას, მხატვართა, ბარათაშვილის, სხირტლაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის, თავხელიძის, ქუჩის ნაწილს, პიკასოს, სანდრო ეულის, გელოვანის, გოძიაშვილის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს; სოფელ თხინვალას, სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
გლდანის რაიონში – ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს.
დიდუბის რაიონში – დიღმის მასივის I კვარტალს ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge