- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს „კატასტროფას და კოშმარს“ უწოდებს.
მისი თქმით, ევროკავშირის თანამშრომლების პირველმა ჯგუფმა, 106-მა პირმა, ავღანეთი უკვე დატოვა და მადრიდში ჩავიდა.
ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ. მედიის ინფორმაციით, „თალიბანი“, რომელიც ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ გზებს აკონტროლებს, მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის.