- 21 იანვარს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია გაფიცულ სოციალურ აგენტებთან შეხვედრას გამართავს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება მზად არის გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგისა და მოლაპარაკების რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, რისთვისაც მზაობა მეორე მხარემაც გამოთქვა.
“ჯანდაცვის სამინისტროში საინიციატივო ჯგუფთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე მსჯელობა იქნება, რომელიც შესაძლოა სამომავლოდ გადაიდგას. სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზანია, დასაქმებულების შრომითი უფლებები და პირობები იყოს ადეკვატური და შესაბამისად, ის სერვისები, რომელიც ბენეფიციარებს მიეწოდებათ, იყოს ხარისხიანი.ამ მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების დ ასევე, სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურების მომატების შესახებ დოკუმენტი ძალაშია შესული.”-აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.