- აშშ-ში Pfizer-ის და BioNTech-ის ერთობლად შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა, ხვალიდან, ორშაბთიდან დაიწყება.
გენერალ გუსტავ პერნას თქმით ორშაბათს ვაქცინას უკვე მიიღებს 143 ცენტრი, სამშაბათს დამატებით – 425, ხოლო ოთხშაბათს – 66.
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 95%-ით ეფექტიანია და FDA-ს თანახმად, გამოყენებისთვის უსაფრთხოა. სააგენტოში განაცხადეს, რომ ვაქცინის გაკეთება 16 წლის და უფროს პირებს შეუძლიათ.