- ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, პარტიამ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად, არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია და „გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია”.