- ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. როგორც გაფიცულები აცხადებენ, მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, ხელმძღვანელობასთან უშედეგო მოლაპარაკებების გამო მიმართა.
მათი თქმით, პროტესტის ამ ფორმას, შესაძლოა, სხვა მაღაროელებმაც მიმართონ, თუ მოლაპარაკება დადებითი შედეგით არ დასრულდება.
“მეთერთმეტე მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა და მან დღეს პირი ამოიკერა. ის არ არის ერთადერთი და შესაძლოა, სხვებმაც იგივე გააკეთონ. ველოდებით მედიატორის პასუხს. პროტესტი არ შეწყდება თუ მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილება”, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.
ჭიათურაში მაღაროელები მე-11 დღეა გაფიცული არიან. ისინი ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს კიდეც.
წყარო