წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

  • თბილიის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

“სამუშაოების გამო, 2 აპრილის 00:00 საათიდან, ერთი თვის განმავლობაში, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში, რევერსულად.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *