- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 6 თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, წიაღის უკანონო მოპოვების 415 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 22 ფაქტი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი, 157 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში; სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 66 ფაქტი, კახეთში – 62, აჭარაში – 32, მცხეთა-მთიანეთში – 24, ქვემო ქართლში – 21, გურიაში – 19, შიდა ქართლში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთშიც – 7.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში წიაღის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი აღკვეთეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.