“ძლიერი საქართველო“ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს მიმართავს

  • კოალიცია „ძლიერი საქართველო“ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს მიმართავს. ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს შესაბამისი დოკუმენტაციით მივმართავთ ცესკო-ს სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება მიღებული გვქონდა, უბრალოდ ველოდებოდით პროცედურულად იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა, მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმურია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *