ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება

  • სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესს იწყებს.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს ყველა ის ოჯახი დაექვემდებარება, რომელსაც მინიმუმ 1 ქულა მიენიჭა.

მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. სახლების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *