- პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს: თამარ ალფაიძეს და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. თამარ ალფაიძემ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო, რევაზ ეგაძეს კი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატების შესარჩევი მეორე ტური არ გაიმართება.
პარლამენტმა ასევე არ დაუჭირა მხარი ცესკოს წევრობის 4 კანდიდატს: გიორგი ისაკაძეს, გიორგი მარსაგიშვილს, ქრისტინე ქაჯაიასა და ნათია წიპტაურს.