- შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე 3 პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბება) დაიწყო, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს და ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ინფორმაციისთვის” სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, მამაკაცი, როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში.