შსს თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.

დასრულებული ბინები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა პირადად დაათვალიერა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიციელებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელმა მიიღო.

პროექტში მონაწილე ყველა პირს 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით გადაეცათ.

ახალაშენებულ კორპუსებს აქვთ შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.

ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.

ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა და ამ დრომდე, საკუთრებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 253 თანამშრომელს გადაეცა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *