- შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა მსხვერპლს არ ივიწყებს და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო!“ – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
ინფორმაცისთვის: შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. .