- შეწყდეს ჩვენი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსება – აღნიშნული მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება.
“2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა ტრაგიკული დასასრული აქვს, დაშავებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი და გარდაცვლილია ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო შაქარავა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.
ცნობილია რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან ფინანსდება 25 მილიონით, ასევე ფლობს რამდენიმე ათეულ ბიზნესს, რომლებიც გათავისუფლებულები არიან სხვადასხვა გადასახადებისგან. აღმოჩნდა რომ საპარტიარქო რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდება ჩვენს წინააღმდეგ განაწყობს რადიკალურად განყობილ მის მრევლს, რომლებიც სახიფათოები არიან ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის.
ჩვენ ხელის მომწერები მოვითხოვთ შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით”.-ნათქვამია განცხადებაში.