შეკვეთილში მდინარე ნატანებთან, ხიდის ნაწილი ჩაინგრა

  • შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან, ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ამ წუთებში, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტები. დაწყებულია დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზება

უწყების ცნობით, დაზიანებული ხიდის აღდგენის პერიოდში, ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *