შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მიმართა, აღარ განიხილონ თხოვნა კანონპროექტებზე სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე

  • შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის მიმართა, აღარ განიხილონ თხოვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე.

„თქვენო აღმატებულებავ, რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი. შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ქალბატონო პრეზიდენტო, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *