- ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 23-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)- ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.