- მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტიდან ამ დრომდე 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, – ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ასევე აღნიშნა, რომ აეროპორტთან გამგზავრების მსურველი ხალხის ნაკადი არ წყდება.
შეგახსენებთ, „თალიბანმა“ კვირას ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო, რის შემდეგაც ათასობით ავღანელი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. ამასთან, ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლების, მოქალაქეებისა და იმ ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ, რომლებიც უცხო ქვეყნების ძალებთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდნენ და დახმარებას უწევდნენ.