ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებს

  • ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მათ ფრაქციასთან ერთად ბოიკოტის რეჟიმში ოპოზიციური დეპუტატების უმრავლესობა გადადის.

„როდესაც ასეთი ვითარებაა, ქვეყანაში გვრჩება რამდენიმე ინსტიტუცია – საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუცია და საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც დღეს, ხალხის ხმას და ხალხის ინტერესებს წარმოადგენს. ამ რეჟიმში, როცა ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა. დღეს ვიხილეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად პოლიციის გაგრძელება იყო საპარლამენტო დარბაზში, როცა ოპოზიციიდან არც ერთ დეპუტატს ნორმალური გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ამიტომ, ჩვენ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის უმრავლესობა ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას არ ვაპირებთ, ბოიკოტის რეჟიმში გადავდივართ! უახლოეს პერიოდში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საბოლოო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას, თუ როგორ ვაპირებთ ამ რუსული რეჟიმის პირობებში შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *