ინაუგურაციის ცერემონიალზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო, რომ იქნება ყველაზე ღირსეული პრეზიდენტი ამერიკისთვის.
პრეზიდენტი, რომელიც იბრძოლებს ამერიკის გაერთიანებისთვის, პრეზიდენტი, რომელიც იქნება იმ მოქალაქეების პრეზიდენტიც, რომელმაც ხმა არ მისცა მის პრეზიდენტობას. შესძლებს თუ არა, ამერიკის ყველაზე მხცოვანი, 78 წლის პრეზიდენტი დედამიწის ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ადამიანების სასურველ პრეზიდენტობას, ამას დრო გვიჩვენებს.
ინაუგურაციაზე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც.