- უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოშია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 3 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.