- დღეს, დილით, უკრაინაში დაღუპული საქართველოს მებრძოლების გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები სამშობლოში ჩამოასვენეს.
დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად რიგითი მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ.
აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.