- ეროვნული ბანკი საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის საბჭოს ახლადარჩეული წევრი ნინო ჯელაძე ეროვნული ბანკის აღმასრულებელ რგოლში გადაინაცვლებს და ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
სებ-ის საბჭო ცხრა წევრითაა დაკომპლექტებული.