- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 2 495 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
19 976 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 622 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი.