საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 654 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 204 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 631, „პისიარ“ ტესტით – 16 573.

სულ აცრილია –402 765 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 274. კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 069 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 697 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა – 299, იმერეთი – 190, ქვემო ქართლი – 120, შიდა ქართლი – 62, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 128, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *