- საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 880 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 375 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 825, „პისიარ“ ტესტით – 13 550.
სულ აცრილია – 368 179 ადამიანი, დღიურად აცრილია 11 073.
კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 495 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 120 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 557 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 191, ქვემო ქართლი – 117, შიდა ქართლი – 115, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 128, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.