საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 231 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 194 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 607, „პისიარ“ ტესტით – 8 587.

სულ აცრილია – 357 106 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 271.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, აჭარა – 94, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 25, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 11, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *