საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 466 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 800 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 765, „პისიარ“ ტესტით – 16 035.

სულ აცრილია – 334 199 ადამიანი, დღიურად აცრილია 8 448.

კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 001 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 016 პირი.

 დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა – 118, იმერეთი – 155, ქვემო ქართლი – 96, შიდა ქართლი – 48, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 72, კახეთი – 94, მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *