- საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 713 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 377 811 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 359 939 გამოჯანმრთელდა, 5 468 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 303 407 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 019.
კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 740 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 902 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 441 შემთხვევა, აჭარა – 75, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 17, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.