საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 999 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 281 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 658, „პისიარ“ ტესტით – 11 623.

სულ აცრილია – 302 388 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 096.

კარანტინის რეჟიმშია 98, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 472 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 907 პირი.

 დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 11, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *