- საქართველოში კორონავირუსის 1 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 381 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 002 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 024, „პისიარ“-ტესტით – 17 978.
სულ აცრილია – 267 727 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 442.
კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 907 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 747 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 633 შემთხვევა, აჭარა – 38, იმერეთი – 105, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 44, გურია – 5, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 81, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.