- საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 617 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 164, „პისიარ“ ტესტით – 13 453.
სულ აცრილია – 261 652 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 667.
კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 669 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 561 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, აჭარა – 58, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 23, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.