- საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 678 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 709 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 220, „პისიარ“ ტესტით – 11 489.
სულ აცრილია – 257 974 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 777.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 639 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 611 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარა – 41, იმერეთი – 122, ქვემო ქართლი – 102, შიდა ქართლი – 29, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.