საქართველოში კორონავირუსის 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 831 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 620 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 218, „პისიარ“-ტესტით – 2 402.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 4,11%, ბოლო 14 დღის – 10,92%, ბოლო 7 დღის – 7,54%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 639 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 594 011 გამოჯანმრთელდა, 16 612 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 838 287 აცრა, დღიურად აცრილია 1 301.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *