საქართველოში კორონავირუსის 3 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 3 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 767 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 527 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 948, „პისიარ“ ტესტით – 3 579.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 17,77%, ბოლო 14 დღის – 23,53%, ბოლო შვიდი დღის – 18,85%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 619 274 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 529 623 გამოჯანმრთელდა, 16 274 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 823 426 აცრა, დღიურად აცრილია 909.

სტაციონარში მეთვალყურეობას 3 025 ადამიანი გადის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *