საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 242 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 351 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 329, „პისიარ“ ტესტით – 7 022.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 26,02%, ბოლო 14 დღის – 31,28%, ბოლო შვიდი დღის – 29,97%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 553 668 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 407 776 გამოჯანმრთელდა, 15 888 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 797 346 აცრა, დღიურად აცრილია 342.

კარანტინის რეჟიმშია 12, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 585 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 896 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *