საქართველოში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 21 183 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 640 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 888, „პისიარ“ ტესტით – 18 752.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 27,89%, ბოლო 14 დღის – 31,94%, ბოლო 7 დღის – 30,35%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 539 493 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  1 369 764 გამოჯანმრთელდა, 15 822კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 794 933 აცრა, დღიურად აცრილია 3 009.

კარანტინის რეჟიმშია 16, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 703 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 964 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *