- საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 357 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ქვეყანაში ჩატარდა 9 598 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 095 „პისიარ“ ტესტით – 4 503.
კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 161 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 667 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 12, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.